GM PHARMA-ს გუნდი დაკომპლექტებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში აღმოჩნდებით რეგიონში უნიკალურ საერთაშორისო ფარმაცევტულ საწარმოში, სადაც მოგეცემათ კარიერული ზრდისა და დარგის საუკეთესო ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე

GM PHARMA წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM PHARMA-ში დიდი ყურადღება ეთმობა კვალიფიციური, საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალების რეკრუტინგს. თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი გაგვიზიარე შენი რეზიუმე

გაცნობებთ, რომ წინამდებარე ფორმის შევსებისა და რეზიუმეს გაზიარების შემთხვევაში, შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის, კერძოდ, შესაბამისი/სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ან/და მისი გამოჩენისას თქვენთან დაკავშირებისა და შეთავაზების გაკეთების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კომპანიისთვის და არ გადაეცემათ სხვა მესამე პირებს. ამასთან, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება რეზიუმეს გაზიარებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@gmpgeo.com და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა/წაშლა. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

ფაილების მაქსიმალური ზომა შეადგენს 2 მბ-ს. დაშვებული დოკუმენტის ფორმატი: pdf doc docx ppt pptx jpg png.
Please check the entered dataaaaa